ბრაზილიელი ვეტერანი ვარსკვლავი, რონალდინიო ხომ იცით? რა თქმა უნდა გეცოდინებათ! ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვან ბაიბურთი ქართულ პრესასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ რონალდინიოს ბიცოლა ერევნელი სომეხია და ბიცოლას გაკეთებული ტოლმით ამ ჩვენს ”კიჭას” პირი ერევნის გულის-გულში ჩაუგემრიელებიაო.
ჩვენც მივდექით-მოვდექით, გავიკითხეთ, გადავაქოთეთ ინტერნეტი, რათა რონალდინიოს ბიცოლას მინიმუმ ვინაობა მაინც დაგვედგინა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. არცა ხმა და არცა ძახილი...
შესაძლებელია ვან ბაიბურთი ჭეშმარიტებასაც ამბობს და რონალდინიოს ბიცოლა მართლაც არგენტინელი სომეხია და მისი ხელიდან შეიძლება საოცრად კარგი ტოლმა იხვევა, მაგრამ სანამ რონალდინიოს ძალუას მომზადებულ სომხურ ტოლმას არ ვნახავთ და დავიგემოვნებთ, მაინც ძნელია ამ ამბის დაჯერება. თუმცა ვინ იცის...