მექსიკის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურის მატჩში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ახალი კლუბის "კერეტაროს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
34 წლის ფეხბურთელის გუნდმა "გვადალახარა" სტუმრად 4:1 დაამარცხა და მასპინძლების განადგურებას საფუძველი მე-6 წუთზე რონალდინიომ თერთმეტმეტრიანის რეალიზებით ჩაუყარა.
ბრაზილიელს სადებიუტო მატჩში მექსიკის თასზე შინ "ტიგრეს" წინააღმდეგაც (0:1) შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მან პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.
გიორგი ბალახაძე