ფეხბურთი

12:07 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: “მექსიკაში ტიტულებისა და ქალების მოპოვებას განვაგრძობ”

34 წლის ბრაზილიელმა შემტევმა რონალდინიომ სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კარიერის მექსიკურ “კერეტაროში” გაგრძელებას დათანხმდა.

პსჟ-ს, “ბარსელონას”, “მილანის”, “ფლამენგოსა” და “ატლეტიკო მინეიროს” ყოფილმა შემტევმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა მისი ოფიციალური წარდგენაც შედგა.

“რომელ კლუბშიც უნდა მივსულიყავი, ყველგან ერთნაირად ვიქცეოდი. მექსიკაშიც ამ სტილში, ტიტულებისა და გოგოების მოპოვებას გავაგრძელებ. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რამდენიმე დღეში კლუბის ნაწილი გავხდები. მექსიკურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ, რადგან აქ ჩემი ძმა და არაერთი მეგობარი თამაშობდა. მაქსიმუმს გავიღებ, რათა “კერეტაროს” რაიმეს მოგებაში დავეხმარო” - გადმოგვცემს Marca რონალდინიოს სიტყვებს. 

თეგებირონალდინიო
0.146291