ფეხბურთი

10:33 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: ლიგის ფავორიტი “ბაიერნია”

 

მსოფლიოს 2004 და 2005 წლების საუკეთესო ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც წლების წინ “ბარსელონაში” თამაშობდა და ახლა ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას იცავს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების უმთავრეს ფავორიტად მიუნხენის “ბაიერნს” მიიჩნევს.

“მიუნხენის “ბაიერნი” ტიტულის მოპოვების ყველაზე რეალური კანდიდატია. ბავარიული კლუბი უძლიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გუნდის ლიდერი კი ბასტიან შვაინშტაიგერია, რომელიც, ჩემი აზრით, ასეთ კარგ ფორმაში აქამდე არასოდეს ყოფილა. ცალკე სასაუბრო თემაა უძლიერესი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, ვინაც კარგად იცის, როგორ მიაღწიოს სასურველ მიზანს. ჰაინკესს ჩემპიონთა ლიგა ერთხელ უკვე მოგებული აქვს “რეალთან” ერთად და ვფიქრობ, ახლა ამას “ბაიერნის” სახელით შეძლებს.

თეგებირონალდინიო
0.125797