რონალდინიომ შეიძლება კარიერა მექსიკურ კლუბ “ამერიკაში” გააგრძელოს. ბრაზილიელის ახალ სატრანსფერო ვარიანტზე Globo Esporte იტყობინება, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.
“ამერიკის” გარდა რონალდინიოთი ინდური “ჩენაიცაა” დაინტერესებული. 34 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია, მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო მინეირუსთან” კონტრაქტი გაწყვიტა.