თამაშგარე

11:33 | 28.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო და ანგოლელი ლამაზმანი

ანგოლელი ლეილა ლოპესი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ”მის სამყაროდ” აღიარეს, ფეხბურთის, კონკრეტულად კი, ბრაზილიური ფეხბურთის ტრფიალი ყოფილა. ანგოლა, ისევე, როგორც ბრაზილია, თავის დროზე პორტუგალიის კოლონიას წარმოადგენდა და შესაბამისად, ენა და კულტურის ელემენტები ამ ერებს შორის ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ამასწინათ, ლეილა ლოპესმა თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა და ბრაზილიას ეწვია. სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ”მის სამყარომ” გადაწყვიტა, პოპულარული ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, ”ფლამენგოს” ვარჯიშსაც დასწრებოდა და გუნდის ლეგენდარული ვარსკვლავი, რონალდინიო პირადად გაეცნო.
რონალდინიოს საწვრთნელ ბაზაზე მისული ლამაზმანი ისე მოსწონებია, რომ ხვეწნაც კი დაუწყო – ერთად ვივახშმოთო, მაგრამ ანგოლელ ლეილას მის წინადადებაზე სასტიკი უარი უთქვამს და ისიც დაუმატებია, რომ საქმრო ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს და რონალდინიოსთანა ზეპოპულარულ ადამიანთანაც კი არ გააბაიბურებს თავის პირად ღირსებას. ეს ისტორია ალბათ უკვე მივიდოდა რონალდინიოს კაპარჩხანა ცოლის ყურამდე და მტერსა და ავს, ბრაზილიელ ვარსკვლავს სახლში რომ ამბავს დააწევენ...

0.153683