ორიოდე დღის წინათ გამცნეთ, რომ რონალდინიოს სტამბოლის “ბეშიქთაშში” გადასვლის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით 2005 წლის “ოქროს ბურთის” ლაურეატმა თავის ამჟამინდელ კლუბ “ატლეტიკო მინეიროსთან” გაახანგრძლივა კონტრაქტი.
ეს ცნობა Tmw-ს კლუბის პრეზიდენტმა ალეშანდრუ კალილმა მიაწოდა, ამასთან ხელშეკრულების პირობები არ გაუმხელია.
შეგახსენებთ, რონალდინიო “ატლეტიკო მინეიროში” 2012 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად ლიბერტადორესის თასი მოიგო.