ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კარიერას “ატლეტიკო მინეიროში” გააგრძელებს.
ცოტა ხნის წინ თურქულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის მოთამაშესთან მოლაპარაკებას “ბეშიქთაში” აწარმოებს და შეთანხმების გაფორმებასაც ბევრი არაფერი უკლია, მაგრამ რონალდინიოს აგენრმა რობერტო ასისმა ეს ინფორმაცია Lance.net-თან საუბარში უარყო.
“ეს რაღაც უაზრო ხუმრობაა. “ბეშიქთაშში” გადასვლაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. პრესაში ხშირად ჩნდება მსგავსი ინფორმაციები, მაგრამ გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში სიმართლის მარცვალიც კი არაა” - განაცხადა ასისმა.
“გრემიოს”, პსჟ-ს, “ბარსელონას”, “მილანისა” და “ფლამენგოს” ყოფილი ფეხბურთელი, “ატლეტიკო მინეიროში” 2012 წლიდან თამაშობს და 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა.