ფეხბურთი

15:55 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ბექჰემს დაეწია, რეკორდსმენი ჟუნინიოა

 

ბრაზილიელმა რონალდინიომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ჩინურ “გუანჯოუს” საჯარიმო დარტყმით გაუტანა. საინტერესო ისაა, რომ ეს “რონის” საჯარიმოთი გატანილი 65-ე გოლია და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა ინგლისელ დევიდ ბექჰემს.

ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ვინ რამდენი საჯარიმო გაიტანა, ასეთი სტატისტიკა 1990 წლამდე არ არსებობდა. აი, მას შემდეგ კი რეკორდსმენი გახლავთ რონალდინიოს თანამემამულე ჟუნინიო პერნამბუკანო - 75 გოლი გაუტანია.

ძალიან საეჭვოა, რომ მანამდე, ანუ 1990 წლამდე ვინმეს 75 გოლი ჰქონდეს გატანილი საჯარიმო დარტყმით.

0.155856