როგორც იცით, თორნიკე ოქრიაშვილსა და დავით თარგამაძეს კარგა ხანია არ უთამაშიათ "ილიჩივეცში". ისინი დაშავებულნი იყვნენ და როგორც გაირკვა, გუნდთან ერთად მზადებას იწყებენ. აი, რას ამბობს "ილიჩივეცის" მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ქართველ ლეგიონერებზე:
"როდესაც ვინმე პროგრესირებს, ამის მიზეზი მხოლოდ ერთია: მას ყველაზე მეტად სურს პროგრესირება. და თუ მიღწეულით კმაყოფილდება, აუცილებლად რაიმე გაუგებრობა შეემთხვევა. ისინი ვერ ხვდებიან, თუ რატომ ვერ თამაშობენ. ტრავმა თან სდევთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მორალურად არ არიან მზად. ვფიქრობ, ქართველებს ნაკრების შემდეგ არ უვარჯიშიათ, შემდეგ ფეხის ტრავმას გაციებაც დაემატა და მხოლოდ ახლა იწყებენ გუნდთან ერთად მზადებას. ორ კვირაზე მეტი გაუცდათ, ეს კი ძალიან დიდი დროა. როგორი იქნება მათი მდგომარეობა, ჯერ არ ვიცი".