ორშაბათს "რომა"-“ლაციო" გაიმართება. ეს იქნება სერია A-ში რიგით 140-ე რომაული დერბი. იყო დრო, ამ გუნდების შეხვედრა საჩემპიონო დატვირთვას ატარებდა, ახლა კი "ლაციო" მეექვსე საფეხურზეა, "რომა" კი, მეშვიდეზე. მათ შორის განსხვავება 3 ქულაა.
ბოლო სამი დერბი "ლაციომ" მოიგო.
სულ, 139 მატჩში ასეთი სტატისტიკაა: 48 მატჩი მოიგო "რომამ", 37-ჯერ "ლაციომ" იმარჯვა, ხოლო 54 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ასე რომ, ფრე ყველაზე "მოდური" შედეგია. ბურთების შეფარდება - 170:135 "რომას" სასარგებლოდ.
ბოლო შეხვედრა შარშან 11 ნოემბერს შედგა და ვლადიმირ პეტკოვიჩის "ლაციომ" 3:2 იმარჯვა.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტი, 9-9 გოლი "რომას" ფეხბურთელებს გაუტანიათ: დინო და კოსტასა და მარკო
"მგლებს" არ ეყოლებათ ოსვალდო, ბალცარეტი, ფლორენცი, ლოპესი და პირისი, ხოლო მათ მეტოქეს დააკლდებიან კონკო, ფლოკარი, ანდრე დიასი, ბროკი, პერეიირინია და ბიავა.