ფეხბურთი

19:54 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომეუმ გერმანულ ფეხბურთზე ისაუბრა

“შტუტგარტის” ესპანელი ნახევარმცველი ორიოლ რომეუ გერმანულ პრესას ესაუბრა. ლა მასიას აკადემიის აღზრდილმა “კიკერ-სპორტმეგეზინთან” ბუნდესლიგის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. რომეუ გერმანული ფეხბურთის გარდა, საკუთარ მიზნებსაც შეეხო.

“ესპანურ ფეხბურთში მთავარი მნიშვნელობა ტექნიკას ენიჭება, აქცენტს ფეხბურთელის ტექნიკურ მონაცემებზე აკეთებენ. ინგლისში მეტ ყურადღებას ფიზიკურ სიძლიერეს უთმობენ, ხოლო გერმანიაში ტექნიკურ და ფიზიკურ განვითარებას თანაბარი ყურადღება ექცევა. ასე რომ, ბუნდესლიგა ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთის ნაზავია.”

“ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგად ვისწავლო გერმანული ენა, რაც გარემოსთან შეგუებაში დამეხმარება. იმედი მაქვს, კარგი სეზონი გამოვა და გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიქნები” – განაცხადა ესპანელმა.

ორიოლ რომეუმ პროფესიონალური კარიერის საწყის პერიოდში მცირე დრო დაჰყო “ბარსელონას” ძირითად გუნდში. შემდეგ თამაშობდა “ჩელსიში,” ხოლო გასული სეზონი “ვალენსიაში” გაატარა, სეზონი კი არმინ ფეს გაწვრთნილ გუნდში დაიწყო.

დიმა შარიქაძე

0.120932