იტალიურმა “რომამ” არაბ შეიხთან, ადნან ალ კადუმისთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ამის მიზეზი ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაა.
გასული თვის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ არაბი ბიზნესმენი რომაულ კლუბში ინვესტიციას ჩადებდა. დასახელდა კონკრეტული თანხაც – 100 მილიონი ევრო. მხარეებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, 14 მარტამდე, ადნან ალ კადუმის “რომას” ანგარიშზე ხსენებული თანხის ნახევარი უნდა ჩაერიცხა. იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პოტენციურმა ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, რომაელებმა თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტეს.