თამაშგარე

10:24 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომაული დერბი გლადიატორთა არენაზე

 როგორც იცით, რამდენიმე წლის წინ, იტალიური “რომას“ ლეგენდარული კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი რეკლამაში გადაიღეს, სადაც ეს უკანასკნელი რომაელი გლადიატორის შესამოსელში იყო ჩაცმული. როგორც ჩანს, რომაელი ფეხბურთელებისა და გლადიატორების თემა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალურია.

ერთ-ერთი იტალიური კომპანია, რომელიც ძველი ეპოქის ბრძოლების ინსცენირებულ ანალოგებს დგამს ხოლმე, ქალაქ რომის გუნდების: “რომას“ და “ლაციოს“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და შესთავაზა, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, მათი ფეხბურთელები გლადიატორთა ინსცენირებულ ბრძოლებში გამოეყენებინათ.

სხვათა შორის, ასეთ თეატრალურ ბრძოლებს ბევრი მაყურებელი ჰყავს და ცოტა ხნის წინ მათში ქართველმა მებრძოლებმა - “შავფაროსნებმაც“ მიიღეს მონაწილეობა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სულ მალე, რომაული დერბი გლადიატორთა არენაზე გადანაცვლებს.

0.063775