იტალიური “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე იმყოფება და დიდი ალბათობით, ის 16 დეკემბერს, “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს.
ტოტი 18 ოქტომბრის შემდეგ უქმობს. ამის მიზეზი მუხლქვედა მყესის ტრავმაა. “ჯალოროსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბოლო სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ივარაუდება, რომ 37 წლის ფეხბურთელი “ფიორენტინასთან” მატჩსაც გამოტოვებს და გუნდს “მილანთან” გასამართ დაპირსპირებაში დაუბრუნდება.