ფეხბურთი

1:51 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ „ტორინოსთან“ გაუჭირდა

„ტორინოს“, „რომასთან“ გასვლით მატჩში, ქულა 2007 წლის შემდეგ არ აეღო და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. თუმცა, დედაქალაქური გუნდი სერია A-ს 30-ე ტურის გახსნით მატჩში ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო.

რომის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ჟერვინიოს გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა დესტრომ ვარდნაში დარტყმით გაიტანა.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში, ვივესმა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ჩირო იმობილემ ერთი შეხებით დაარტყა, ლამაზი ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

რუდი გარსიამ, 83-ე წუთზე, ნაინგოლანის ნაცვლად, მოედანზე ფლორენცი შეუშვა, რომელმაც მწვრთნელს იმედები გაუმართლა. მიმდინარეობდა პირველი დამატებული წუთი, როდესაც იტალიელმა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა. საგოლე გადაცემა ამჯერადაც ჟერვინიომ გააკეთა.

 

რომა-ტორინო 2:1 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ტოლოი, კასტანი, რომანიოლი (ბასტოსი 71), პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი (ფლორენცი 83), ჟერვინიო, ტოტი (ლიაიჩი 70), დესტრო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ოლიმპიკო (3-4-1-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი, კურტიჩი, ვივესი, ელ კადური, დარმიანი, ჩერჩი, იმობილე.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 1:0 დესტრო (41), 1:1 იმობილე (52), 2:1 ფლორენცი (90+1).

გაფრთხილებები: ნაინგოლანი 30, ბასტოსი 87 - მორეტი 29, მაქსიმოვიჩი 65, ვივესი 73, იმობილე 78.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 23 (9)-12 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-5, სეივი: 1-7, ჯარიმა: 14-10.

თეგებირომატორინო
0.137506