ფეხბურთი

10:41 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომას,” შესაძლოა, ჟერვინიო დააკლდეს

იტალიური “რომას” კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ჟერვინიომ, შესაძლოა, სერია  A-ს 26-ე ტურის მატჩი გამოტოვოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი გაცივდა და მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. კლუბის ექიმები დაზუსტებულად ვერ ამბობენ, შეძლებენ თუ ვერა 1 მარტს მილანის “ინტერთან” გასამართი მატჩისთვის თავდამსხმელის ფეხზე დაყენებას.

“ინტერთან” გასამართ მატჩში, ჟერვინიოს გარდა რომაელთა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას ტოროსიდისის იმედიც ვერ ექნება. “მგლების” ლაზარეთში არიან დოდო და ბალძარეტიც.

0.110366