“რომას” თავკაცი რუდი გარსია იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მიზნად მეორე ადგილს ისახავს. “ჯალოროსის” დამრიგებელს არ სჯერა, რომ ტურინის “იუვენტუსი” სკუდეტოს შანსს ხელიდან გაუშვებს.
“იუვენტუსი” ამ სეზონსაც რეკორდული მაჩვენებლებით ატარებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, მიმდინარე გათამაშება არც ჩვენ ჩაგვიგდია. არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან მეორე ადგილი გარანტირებული არ გვაქვს. “რომას” რეალური მიზანი სწორედ მეორე ადგილია”, - განუცხადა რუდი გარსიამ იტალიურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ “რომა” უახლოეს მდევარ “ნაპოლის” 6 ქულით უსწრებს და ერთი მატჩი თადარიგშიც აქვს.