იტალიური “რომა” დონეცკის “შახტარის” ფორვარდის – ლუის ადრიანოს შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური პრესის ცნობით, დედაქალაქელები უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადებიან და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ.
შესაძლოა, ტრანსფერს ხელი ფინანსურმა საკითხმა შეუშალოს. 27 წლის ბრაზილიელი 15 მილიონ ევროდაა შეფასებული და ძნელი სათქმელია, თანახმა იქნება თუ არა “რომას” ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდაზე.
აღსანიშნავია, რომ ლუის ადრიანოს შეძენა “ნაპოლისაც” სურს.