„რომამ“ „კიევოსთან“ ზედიზედ მე-3 მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა, თავად კი 2-ჯერ გაიტანა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
დედაქალაქურ გუნდს, ვერონაში გამართულ მატჩში, ჟერვინიომ და დესტრომ მოაგებინეს. ორივე მათგანმა თავი პირველ ტაიმში გამოიჩინა. ჟერვინიომ, მე-17 წუთზე, მეტოქე მცველის უხეში შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა იხეირა. ტაიმის მიწურულს, ტადეის კარგი გადაცემის შემდეგ აგაცისთან ერთი-ერთზე უკვე დესტრო გავიდა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.
კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა ჩირო იმობილემ. „ტორინოს“თავდამსხმელმა 3 გოლი „ლივორნოსთან“ გამართულ თამაშში გაიტანა და ზედიზედ 4 თამაშის მშრალად წაგების შემდეგ გუნდს 3 ქულა მოუტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-3 გოლი. 24 წლის შემტევმა, ლამაზი მოძრაობით, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დარტყმით გაიტანა.
ტორინო-ლივორნო 3:1 (1:0)
ტურინი, “ოლიმპიკო” 17000
ტორინო (3-1-4-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, ელ კადური, მაქსიმოვიჩი, კურტიჩი, ვივესი (გაცი 81), დარმიანი, იმობილე (ტაჩციდისი 77), ჩერჩი (მეჯორინი 73).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ჩეკერინი, ემერსონი (რინაუდო 30), კასტელინი, ბიაჯანტი (ბენასი 70), პიჩინი, გრეკო (სილიგარდი 66), დუნკანი, მესბა, პაულინიო, ბელფოდილი.
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
გოლები: 1:0 იმობილე (25), 2:0 იმობილე (60), 3:0 იმობილე (67), 3:1 სილიგარდი (89).
გაფრთხილება: მესბა 45.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 18 (11)-10 (3), კუთხური: 12-6, თამაშგარე: 7-1, სეივი: 2-8, ჯარიმა: 11-15.
კიევო-რომა 0:2 (0:2)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი”
კიევო (4-2-3-1): აგაცი, სარდო, დაინელი, სეზარი, ფრეი, ბენტივოლიო, რადოვანოვიჩი, რიგონი, სტოიანი (რუბინი 46), ლაზარევიჩი (ობინა 70), პალოსკი (პელისიე 59).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
ვერონა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (ტოროსიდისი 46), ბენატია, კასტანი, რომანიოლი, ნაინგოლანი, ტადეი, პიანიჩი, ჟერვინიო, დესტრო (ბასტოსი 76), ტოტი (ფლორენცი 60).
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: 0:1 ჟერვინიო (17), 0:2 დესტრო (42).
გაფრთხილებები: ბენტივოლიო 39 - ბენატია 86.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 9 (4)-16 (4), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-13.