“პორტუდან” “ვერონაში” იჯარით მოთამაშე ხუან იტურბეს შეძენა “რომას” სურს. აპენინური მედიის ცნობით, “ჯალოროსი” 20 წლის არგენტინელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდება.
დიდი ალბათობით, “პორტუ” იტურბეს სეზონის ბოლოსვე გაყიდის, რადგან გარემარბს მსურველების რიგი უდგას. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთამერიკელს მადრიდის “რეალიც” უმიზნებს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, იტურბემ 30 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი მიითვალა.