ფეხბურთი

13:05 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო: “პელეს სულელურ განცხადებებს ბოლო არ უჩანს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რომარიო პელეს მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ფეხბურთის მეფე სასტიკად გააკრიტიკა. პელემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარის ურჩია, ნაკრები ძირითადად საფეხბურთო კლუბ “კორინთიანსის“ ბაზაზე დააკომპლექტოს, რითაც ბევრი სპეციალისტი გააღიზიანა.

“ნაკრების საბაზო გუნდი - “კორინთიანსი”? მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები. ხალხი ამ ადამიანის სიტყვებს სერიოზულად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აღიქვამს, რომ იგი პელეა. არადა, სულელურ განცხადებებს ბოლო არ უჩანს. სინამდვილეში პელე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თანამედროვე ბრაზილიურ ფეხბურთს აბინძურებს”, – განაცხადა რომარიომ.

 

თეგებირომარიო
0.120428