ჭიდაობა

17:58 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომან რურუა: “იმედია, ხვალამდე გაგვარკვევენ, რა ხდება და მდგომარეობის გამოსასწორებელ გზასაც გამოძებნიან”

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცის სამეთვალყურეო საბჭომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმღვანელობას სიტუაციის დასარეგულირებლად და მთელი რიგი საკითხების მოსაგვარებლად ერთი დღე მისცა.
საბჭოს ხელმძღვანელის, რომან რურუას განცხადებით დღეს ფალავანთა კლუბში ჩატარებულ სხდომაზე თითქმის ყველა პრობლემატურ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის სამწვრთნელო შტაბში განხორციელებულ ცვლილებებსა და გუშინდელ სკანდალზეც.
რომან რურუა: “იმედია, ხვალამდე ზუსტად გაგვარკვევენ, რა ხდება და მდგომარეობის გამოსასწორებელ გზასაც გამოძებნიან. სამეთვალყურეო საბჭოს აქვს უფლება, მოიწვიოს პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა. გამოვიყენებთ, თუ არა ამ უფლებას, ხვალ გადავწყვეტთ” – განაცხადა რურუამ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.134564