ჭიდაობა

19:40 | 5.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

რომან რურუა ფილას დიდების დარბაზის წევრი გახდა

1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მოსკოვში საგანგებო ბანკეტი გაიმართა და მასზე, ფილა-ს პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ ლეგენდარული მოჭიდავეები და ამ სახეობაში თავგამოჩენილი სპეციალისტები ფილა-ს დიდების დარბაზში გააწევრიანა. რომან რურუა რუსეთში არ ჩასულა და მისთვის განკუთვნილი ჯილდო მარტინეტიმ საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯს, ედიშერ მაჩაიძეს გადასცა.
რურუას გარდა, ჭიდაობის დიდების დარბაზის წევრები გახდნენ: რუსები – ანატოლი ბელოგლასოვი და ბუვაისა საიტიევი, პოლონელი ანდრეჟ ვრონსკი და ამერიკელი მსაჯი ვინს ზუარო.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.115232