როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ლანჩხუთის "გურიას" მთავარ მწვრთნელად მოწვეული იქნა უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა. რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა 11 მატჩი, აქედან 10 ჩემპიონატში და ერთი თასზე. საშემოდგომო ეტაპის დასკვნით ნაწილში გუნდის წარუმატებელი გამოსვლის გამო (ბოლო 5 მატჩიდან წაგებული 4 თამაში), კლუბის დირექტორატმა ბატონი პოკორა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
ეს ინფორმაცია “გურიას” პრესსამსახურმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი.