ფეხბურთი

15:08 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” პიანიჩი არ გაყიდა

“პარი სენ-ჟერმენს” “რომას” ნახევარმცველის – მირალემ პიანიჩის შეძენა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. აპენინური პრესის ცნობით, “ჯალოროსის” ბოსნიელის ზამთარში გაყიდვა არ სურს.

როგორც ირკვევა, პსჟ-მ “რომას” პიანიჩის სანაცვლოდ გარკვეული თანხა და ხავიერ პასტორე შესთავაზა, მაგრამ იტალიელთაგან სასტიკი უარი მიიღო. პარიზელები ნახევარმცველის ტრანსფერის საკითხს ზაფხულში მიუბრუნდებიან.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, პიანიჩმა 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 

0.114923