ფეხბურთი

0:59 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” ნაინგოლანის ტრანსფერი დაადასტურა

25 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი “რომას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რომაულმა გუნდმა ფეხბურთელი არენდით აიყვანა.
“ჯალოროსი”, სეზონის ბოლომდე, “კალიარის” 3 მილიონ ევროს გადაუხდის. სეზონის ბოლოს, “რომა” კიდევ 6 მილიონს გადაიხდის და ფეხბურთელთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც მოქმედი 2018 წლამდე იქნება.

რაჯა ნაინგოლანი “კალიარიში” 2010-2014 წლებში თამაშობდა. იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 131 თამაშში მან 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, ბელგიელმა 18-დან 17 მატჩში ითამაშა, ყველა მათგანი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

0.119096