ფეხბურთი

18:11 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” მარკინიოსი “რეალში” არ გაუშვა

იტალიურმა “რომამ” ახალგაზრდა ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მარკინიოსის მადრიდის “რეალში” 20 მილიონ ევროდ გაშვებაზე უარი განაცხადა.

იტალიის დედაქალაქში 2012 წელს გადასულმა მარკინიოსმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. აქამდე, მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა” იჩენდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა “რომას” 25 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ “ჯალოროსიმ” მადრიდელებიც უარით გაისტუმრა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 19 წლის მარკინიოსმა 26 თამაში ჩაატარა, აქედან 22 ძირითად შემადგენლობაში.

0.113672