“მილანის” ყოფილი შემტევი ურბი ემანუელსონი “რომას” ფეხბურთელი გახდა.
“ჯალოროსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ შეთანხმება თანამშრომლობის კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ურბი ემანუელსონი “მილანში” 2011-2014 წლებში თამაშობდა. “როსონერის” მაისურით მან 106 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 2012-13 წლებში ემანუელსონი “ფულემში” არენდით თამაშობდა. ინგლისში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მან თავი 1 გოლით გამოიჩინა.