ფეხბურთი

12:58 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ვლაარით ინტერესდება

“ასტონ ვილასა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველი, რონ ვლაარი, შესაძლოა, სულ მალე “რომაში” გადავიდეს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი გამოსვლის შემდეგ, 29 წლის მცველმა “რომას” ხელმძღვანელების ყურადღება მიიპყრო. 

ვლაარში “რომას” მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია, მეჰდი ბენატიას შემცვლელს ხედავს, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე დატოვებს გუნდს. 

პრემიერლიგის გასულ სეზონში ვლაარმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლევან გოგოტიშვილი

 

 

0.10649