ფეხბურთი

10:54 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” “სკუდეტოზე” ფიქრობს

იტალიური “რომას” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა “სამპდორიასთან” 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს “სკუდეტოზე” ფიქრი არ შეუწყვიტავთ.

სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში, 23 წლის ბოსნიელმა სამიდან მეორე გოლი გაიტანა, “რომა” კი, სატურნირო ცხრილის ლიდერ “იუვენტუსს” 9 ქულით ჩამორჩება, ოღონდ მეტოქეზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

“სამპდორია” ძალიან კარგად თამაშობს, დღესაც ასე იყო და გამარჯვება იოლი არ ყოფილა. მაგრამ ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით და მოგება დავიმსახურეთ. ჩვენი მიზანი მეორე ადგილია? წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. “იუვენტუსი” არ ფიქრობს, რომ მარათონი დასრულდა და ამ მოსაზრებას ვეთანხმებით. ჩვენ საკუთარი ძალების გვწამს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვნახოთ რა მოხდება. ახლა მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და როდესაც ამისი დრო დადგება, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. მწამს, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ” - განაცხადა პიანიჩმა მატჩის შემდეგ Mediaset-ისთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში.

 

0.127882