იტალიური “რომა” ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ჯალოროსის” ბოსნიელის შენარჩუნება სურს და მზადაა, ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაუზარდოს.
თუკი მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება, იტალიელები პიანიჩთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ახალი ხელშეკრულების ძალით, ნახევარმცველი წელიწადში 2.8 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისათვის, პიანიჩს რომალებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. რამდენადაც ცნობილია, მისი შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს და 30 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზადაა.