იტალიური “რომა” ახალგაზრდა მცველის – ბრაზილიელი მარკინიოსის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს. Football Italia-ს ცნობით, “ჯალოროსი” 18 წლის უკანახაზელს წლიურ ანაზღაურებას მოუმატებს.
მარკინიოსს რომაელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და ხელფასის სახით, წელიწადში 800 ათას ევროს იღებს. “რომას” სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ფეხბურთელის აგენტთან ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ზამთრის სატრანსფერო სეზონში, 18 წლის მარკინიოსით არაერთი ძლიერი კლუბი იყო დაინტერესებული. ჟურნალისტები ბრაზილიელის სახელს კატალონიის “ბარსელონასაც” უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ბრაზილიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდნენ.