“რომას” ხელმძღვანელობას ახალწვეული თავდამსხმელის ჟერვინიოს განაცხადში შეყვანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. Football Italia-ს ცნობით, იტალიელებს კოტდივუარელი ფეხბურთელის წინასასეზონო შემადგენლობაში დასარეგისტრირებლად, განაცხადიდან რომელიმე იმ მოთამაშის ამოღება მოუწევთ, ვისაც ევროკავშირის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი არ აქვს.
შეგახსენებთ, ჟერვინიოს ტრანსფერი “რომას” 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ოფიციალურად კი ფეხბურთელის წარდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც ზემოთ ნახსენები პრობლემა მოგვარდება.