“რომას” ხელმძღვანელობა “პორტუს” გარემარბის – ხუან იტურბეს შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში გეგმავს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, “ჯალოროსი” ახალგაზრდა არგენტინელში 15 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად. იტურბესთვის ბრძოლაში, კონკურენცია დიდია – მისი შეძენა “ლივერპულს”, ლონდონის “არსენალს” და მადრიდის “რეალსაც” სურთ.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი იტურბემ იჯარის წესით “ვერონაში” გაატარა, სადაც 33 მატჩში 8 გოლი მიითვალა.