იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “რომა” “მანჩესტერ სიტის” მონტენეგროელი შემტევის, სტევან იოვეტიჩის შეძენას გეგმავს.
იოვეტიჩი “ფიორენტინადან” “სიტიში”, გასულ ზაფხულში, 22 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. “ქალაქელთა” შემადგენლობაში მან მხოლოდ 11 თამაში ჩაატარა, აქედან 5 სასტარტო შემადგენლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ 24 წლის ფეხბურთელს მანჩესტერში კარიერა არ აეწყო, რომაელებს იმედი აქვთ, რომ მის შეძენას 20 მილიონ ევროდ მოახერხებენ.