იტალიური "რომა" ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალური ნახევარმცველით მუსა დემბელეთი დაინტერესდა.
"რომას" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ბელგიელი ფეხბურთელი ერთ-ერთი კანდიდატია.
ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა მუსა დემბელე მუნდიალისთვის 24-კაციან განაცხადში შეიყვანა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა შეიძლება კიდევ უფრო აიწიოს. ამჟამად ფეხბურთელის ღირებულება 23 მილიონი ევროა.
მუსა დემბელემ გასულ სეზონში "ტოტენჰემის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
გიორგი ბალახაძე