ფეხბურთი

13:26 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” და “ტოტენჰემი” ლამელაზე ვერ თანხმდებიან

მიუხედავად ინგლისური გამომცემლობების მტკიცებისა, რომ არგენტინელი შემტევი ერიკ ლამელა სულ მალე ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდება, Sky Italia ირწმუნება, კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიესო.

“რომა” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო “ტოტენჰემი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდასაა ყაბულს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფეხბურთში 5 მილიონი დიდი სხვაობა სულაც არაა და მოლაპარაკებები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ის შეჩერებულია.

მეორეს მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლამელის აგენტი ლონდონშია და კლუბთან ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, “არსენალმა”, ან “ლივერპულმა” ერიკი “ტოტენჰემს” ცხვირწინ ააცალონ. არგენტინელმა სერია A-ს გასული სეზონის 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

 

0.123059