ფეხბურთი

2:48 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ და „ნაპოლი“ ვერც „ლაციომ“ და „მილანმა“ შეაჩერეს

თერთმეტმეტრიანის გაფუჭება ბალოტელისაც სცოდნია

სერია A-ს მე-4 ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას 2 მატჩი იქცევდა. ორივე მათგანში წარმატებას იმ გუნდებმა მიაღწიეს, რომლებსაც ქულები დაკარგული არ ჰქონდათ და შესაბამისად, იტალიაში კვლავ ორხელისუფლებიანობაა.

რომაულ დერბიში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „რომამ“, რომელმაც „ლაციო“ მე-2 ტაიმში გატანილი გოლების წყალობით დაამარცხა. „ჯალოროსის“ ბოლო მოგება 2011 წლის 13 მარტით თარიღდებოდა. მაშინ, ვინჩენცო მონტელას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პრინციპული მეტოქე 2:0 დაამარცხა. ასე მოხდა ამჯერადაც.

„რომას“ უპირატესობით წარმართულ შეხვედრაში ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან ტოტის ჩაწოდებას ბალცარეტი გამოეხმაურა, რომელმაც გოლი ვარდნაში დარტყმით გაიტანა.

81-ე წუთზე, დიასის მიერ ტოტის წინააღმდეგ წესების დარღვევა არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა, რისი საფუძველი მას ნამდვილად ჰქონდა და შედეგად, „ლაციო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.

მიმდინარეობდა მსაჯის მიერ დამატებული მე-4 წუთი, როდესაც ლიაიჩი საპენალტედ წაექცა, რასაც მის მიერვე თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება მოჰყვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

„მილანთან“ გასვლით მატჩი 1986 წლის შემდეგ პირველად მოიგო „ნაპოლიმ“, რომელიც „რომასთან“ ერთად გათამაშებას უდანაკარგოდ ლიდერობს.

ტურის ბოლო მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ნეაპოლელებმა ანგარიში მე-3 სახიფთო შეტევაზე გახსნეს. ალბიოლის გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით, გოლი ბრიტოსმა გაიტანა.

პირველ ტაიმში, „მილანის“ მხრიდან ბალოტელის 2 სახიფათო დარტყმა იყო აღსანიშნავი. აქვე უნდა ითქვას, რომ ბალოტელი თამაშის მთავარი მოქმედი პირი იყო. მან მოახერხა და თერთმეტმეტრიანი ჯერ გამოიმუშავა და შემდეგ გააფუჭა, გოლიც გაიტანა და ხელი წითელ ბარათსაც გამოჰკრა.

მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც საჯარიმოს გარედან, თითქმის წაქცეულმა იგუაინმა ძლიერად დაარტყა, რასაც აბიატის შეცდომა და სტუმართა წინ სოლიდური სხვაობით გაჭრა მოჰყვა.

მე-60 წუთზე, ალბიოლმა ბალოტელი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და ახალგაზრდა იტალიელს კარიერაში 22-ე თერთმეტმეტრიანის გატანის საშუალება მიეცა, მაგრამ მარიომ დარტყმა პირველად გააფუჭა. მას რეინამ აჯობა.

ბალოტელის გოლის გატანის შანსი კიდევ 3-ჯერ მიეცა. ერთხელ მან ბურთი ძელს მოარტყა, ერთხელ იტალიელს კვლავ რეინამ აჯობა და ბოლოს, საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით, 23 წლის ფეხბურთელმა თავისი გოლი მაინც გაიტანა. თუმცა, უკვე გვიანი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ, არბიტრმა ბალოტელის მე-2 ყვითელი ბარათი მასთან კამათის გამო უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მილანს“ გუნდის ლიდერი „ბოლონიასთან“ გასამართ მატჩში არ ეყოლება.

„მილანისგან“ განსხვავებული სტარტი აქვს მე-2 მილანურ გუნდს. საწყისი 2 მატჩის მოგების შემდეგ, „ინტერმა“ ქულები „იუვენტუსთან“ დაკარგა, რასაც ვალტერ მაცარის გუნდმა „სასუოლოსთან“ 7:0 მოგება მოაყოლა. ასეთი სხვაობით „ნერაძურის“ 1966 წლის შემდეგ არ ემარჯვა. 47 წლის წინათ, მილანელებმა ასევე 7:0 „ბრეშა“ დაამარცხეს.

„ინტერის“ გულშემატკივრებისთვის გასახარად, გუნდს წარმატებით დაუბრუნდა დიეგო მილიტო, რომელმაც თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა. 34 წლის ფეხბურთელი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და მან მონაწილეობა დარჩენილ სამივე გოლში მიიღო. არგენტინელმა 2-ჯერ თავად გაიტანა, ხოლო ერთხელაც თანამემამულე კამბიასოს გაატანინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მილიტოს პირველი გოლი. რიკი ალვარესის საჯარიმოში ბურთით ყოფნის დროს, ვეტერანმა შემტევმა შეტევის წარმატებით დაგვირგვინების იმედი წამით დაკარგა, მაგრამ დაინახა რა თანაგუნდელის ცრუ მოძრაობა, თამაშში უმალ დაბრუნდა, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი 3 მეტოქის გარემოცვაში აღმოჩენას არ მოერიდა და ბურთს ზუსტად იქ დახვდა, სადაც საჭირო იყო.

„სასუოლოსა“ და „ინტერს“ შორის გამართული მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთ შეხვედრაში თავი ოთხმა სხვადასხვა არგენტინელმა გამოიჩინა (პალასიომ, რიკი ალვარესმა, მილიტომ და კამბიასომ), რაც სერია A-ში, მიმდინარე საუკუნეში, პირველად მოხდა.

„ინტერის“ მსგავსად, მხოლოდ 2 ქულა აქვს დაკარგული მოქმედ ჩემპიონს, ტურინის „იუვენტუსს“, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც, როგორც იქნა, ფერნანდო ლიორენტემ ითამაშა. სწორედ ესპანელმა თავდამსხმელმა მოუტანა „ბებერ სინიორას“ 3 ქულა.

„ვერონასთან“ გამართულ მატჩში „იუვენტუსი“ მდევრის როლში აღმოჩნდა. 37-ე წუთზე, სტუმრებმა კუთხურის მოწოდების შემდეგ იხეირეს. თუმცა, ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მე-40 წუთზე, ტევესმა ბონუჩის გადაცემით ისარგებლა, ხოლო მე-3 დამატებულ წუთზე, ვიდალის ჩაწოდების შემდეგ, ლიორენტემ თავით სადებიუტო გოლი გაიტანა.

თავი 10 ქულას მოუყარა „ფიორენტინამაც“, რომელმაც ბერგამოში იმარჯვა. „ატალანტასთან“ გამართულ შეხვედრაში თავი ფერნანდესმა და როსიმ გამოიჩნეს. ამ უკანასკნელმა, მე-4 მატჩში, თავისი მე-4 გოლი გაიტანა.

 

სასუოლო-ინტერი 0:7 (0:3) 

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 22001

სასუოლო (4-3-3): პომინი, გაცოლა (პუჩინო 13), როსინი (ბიანკო 57), აჩერბი, ციგლერი, ჩიბსა (ზაზა 38), მანიანელი, კურტიჩი, სკელოტო, ფლორო, მისიროლი.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, რანოკია, ჟეზუსი, კამბიასო, ჟონათანი (ვალასი 67), გუარინი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 56), ნაგატომო, ალვარესი, პალასიო (მილიტო 54).

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 0:1 პალასიო (7), 0:2 ტაიდერი (23), 0:3 პუჩინო (33, ს.კ.), 0:4 ალვარესი (53), 0:5 მილიტო (64), 0:6 კამბიასო (75), 0:7 მილიტო (83).

გაფრთხილებები: მანიანელი 13, მისიროლი 22, ბიანკო 90 - ტაიდერი 16.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 7 (4)-23 (11), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 2-5, სეივი: 4-4, ჯარიმა: 7-11.

 

ატალანტა-ფიორენტინა 0:2 (0:1) 

ბერგამო, “ატლეტი აძური” 15000

ატალანტა (3-1-4-2): კონსილი, სტენდარდო, იეპესი, ლუჩინი, მილიაჩო (ბრიენცა 67), რაიმონდი, კარმონა, ბაზელი, ბრივიო (ბონავენტურა 56), მორალესი (ლივაია 74), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

ფიორენტინა (4-4-2): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, ამბროზინი, აკვილანი, ფერნანდესი (ბაკიჩი 70), ვალერო, როსი (მატოსი 79), ვოლსკი (ხოაკინი 54).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 0:1 ფერნანდესი (41), 0:2 როსი (70).

გაფრთხილებები: კარმონა 14, იეპესი 29, ლუჩინი 69 - ვოლსკი 43.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 17 (2)-12 (5), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 19-15.

 

ბოლონია-ტორინო 1:2 (1:2)

ბოლონია, “რენატო დალ’არა” 20000

ბოლონია (4-4-2): კურჩი, გარიკსი, ნატალი, ანტონსონი, ჩეხი, პაციენცა (კრისტალდო 80), კონე, დელა როკა (პერესი 71), დიამანტი, მოსკარდელი (მანტოვანი 46), ბიანკი.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ტორინო (3-1-4-2): პადელი, გლიკი, ბოვო, მორეტი, ვივესი, დარმიანი, ბრიგი, ელ კაუდარი, დ’ამბროზიო, ჩერჩი, მეჯორინი (ფარნერუ 68).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 0:1 დ’ამბროზიო (2), 1:1 ნატალი (29), 1:2 ჩერჩი (45, პენ).

გაფრთხილებები: დიამანტი 45, პაციენცა 48, კონე 90, პერესი 90+3 - ელ კადური 50, ბოვო 51, ფერნარუ 70, ვივესი 81, პადელი 83, გლიკი 90+3.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 13 (3)-9 (5), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 2-5, სეივი: 3-2, ჯარიმა: 18-19.

 

კატანია-პარმა 0:0

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000

კატანია (3-1-4-2): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, ალმირონი (ბოატენგი 64), ალვარესი, პლაზილი, გუარენტე, მონსონი, ბარიენტოსი (კეკო 87), ბერგესიო (ლოპესი 34).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, ფელიპე, ლუკარელი, მარკიონი, ბიაბიანი (როზი 80), აკუა, პაროლო (ობი 64), გობი, კასანო (პალადინო 46), ამაური.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გაფრთხილებები: მარკიონი 22, ფელიპე 52, კასანი 68.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 12 (2)-11 (2), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 19-26.

 

იუვენტუსი-ვერონა 2:1 (2:1)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000

იუვენტუსი (3-1-4-2): სტორარი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა, პირლო (მარკიზიო 66), ისლა, ვიდალი, პოგბა, ასამოა, ლიორენტე (ვუჩინიჩი 69), ტევესი (ჯოვინკო 79).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ვერონა (3-1-4-2): რაფაელი, გონსალესი, მორასი, ბიანკეტი, დონატი (ხუანიტო 58), კაჩატორე, რომულო, ჰალფრედსონი (დონადელი 77), აგოსტინი (იტურბე 67), ჟორჟინიო, კაჩა.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 0:1 კაჩატორე (37), 1:1 ტევესი (40), 2:1 ლიორენტე (45+3).

გაფრთხილებები: ასამოა 42, ოგბონა 49, ვუჩინიჩი 86, მარკიზიო 88 - დონადელი 87.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 35 (15)-3 (1), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-13, ჯარიმა: 17-10.

 

რომა-ლაციო 2:0 (0:0)

რომი, “ოლიმპიკო

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, ბალძარეტი, პიანიჩი (ტადეი 86), დე როსი, სტროოტმანი, ჟერვინიო, ტოტი (ბორიელო 90+2), ფლორენცი (ლიაიჩი 51).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, კავანდა (ფლოკარი 71), სიანი (დიასი 77), კანა, კონკო, ლედესმა, კანდრევა, გონსალესი, ერნანესი (ედერსონი 78), ლულიჩი, კლოზე.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 1:0 ბალძარეტი (63), 2:0 ლიაიჩი (90+4).

გაფრთხილებები: დე როსი 36, ფლორენცი 41, მაიკონი 50, სტროოტმანი 76 - ლულიჩი 46, კავანდა 52, კანა 72.

გაძევება: დიასი 81.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 18 (5)-8 (0), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 13-16.

 

მილანი-ნაპოლი 1:2 (0:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 43000

მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე (ნოჩერინო 79), საპატა, მექსე, ემანუელსონი, პოლი (ნიანგი 73), დე იონგი, მუნტარი, ბირსა (რობინიო 56), მატრი, ბალოტელი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი, ზუნიგა, ბეჰრამი, ჯემაილი, კალიეხონი, ჰამშიკი (პანდევი 67), ინსინიე (ინლერი 84), იგუაინი (მერტენსი 78).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 ბრიტოსი (6), 0:2 იგუაინი (54), 1:2 ბალოტელი (90+1).

მე-60 წუთზე, ბალოტელიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: ბალოტელი 58, პოლი 63, დე იონგი 67 - ბრიტოსი 85.

გაძევება: ბალოტელი 90+3.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 22 (8)-9 (3), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-7, ჯარიმა: 11-9.

 

1. რომა 4 4 0 0 10:1 12
2. ნაპოლი 4 4 0 0 11:3 12
3. ინტერი 4 3 1 0 13:1 10
4. იუვენტუსი 4 3 1 0 8:3 10
5. ფიორენტინა 4 3 1 0 10:4 10
6. ლივორნო 4 2 1 1 6:3 7
7. ტორინო 4 2 1 1 6:5 7
8. ლაციო 4 2 0 2 6:7 6
9. ვერონა 4 2 0 2 5:6 6
10. კალიარი 4 1 2 1 6:7 5
11. მილანი 4 1 1 2 7:7 4
12. უდინეზე 4 1 1 2 6:6 4
13. ჯენოა 4 1 1 2 5:7 4
14. კიევო 4 1 1 2 4:8 4
15. ატალანტა 4 1 0 3 3:6 3
16. ბოლონია 4 0 2 2 4:8 2
17. სამპდორია 4 0 2 2 4:8 2
18. პარმა 4 0 2 2 2:6 2
19. კატანია 4 0 1 3 1:7 1
20. სასუოლო 4 0 0 4 1:15 0

 

ბომბარდირები

ჰამშიკი („ნაპოლი“) , როსი („ფიორენტინა“) - 4; კალიეხონი („ნაპოლი“), პაულინიო („ლივორნო“),ვიდალი („იუვენტუსი“), ბალოტელი („მილანი“), ჩერჩი („ტორინო“), იგუაინი („ნაპოლი“), პალასიო („ინტერი“), ტევესი („იუვენტუსი“) – 3.

 

შემდეგი ტური

24 სექტემბერი

უდინეზე-ჯენოა

25 სექტემბერი

ბოლონია-მილანი; კიევო-იუვენტუსი; ლაციო-კატანია; ლივორნო-კალიარი; ნაპოლი-სასუოლო, პარმა-ატალანტა; სამპდორია-რომა; ტორინო-ვერონა

26 სექტემბერი

ინტერი-ფიორენტინა

0.208867