ფლორენციის “ფიორენტინა” და “რომა” ნახევარმცველ ადემ ლიაიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. Sport Mediaset-ის ცნობით, “ჯალოროსის” 21 წლის სერბის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამ თანხის გარდა, პერიოდულად, ფლორენციელებს ბონუსებიც დაერიცხებათ. სადღეისოდ, “რომა” მოლაპარაკებებს უშუალოდ ფეხბურთელთან აწარმოებს. რომაელები ნახევარმცველს წელიწადში 1.8 მილიონ ევროს სთავაზობენ. ლიაიჩის მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ მისი კონტრაქტის გამოსასყიდმა ფასმა 15 მილიონ ევროს არ გადააჭარბოს.
შეგახსენებთ, რომ ლიაიჩის გადაბირება “მილანს”, “ტოტენჰემს”, “ატლეტიკოსა” და “საუთჰემპტონსაც” სურთ.