ფეხბურთი

2:34 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ ბრძოლას განაგრძობს

რუდი გარსიას „რომა“ იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. დედაქალაქელებმა ზედიზედ მე-7 თამაში მოიგეს და ლიდერ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა, მინიმუმ ერთი დღით, 5 ქულამდე შეამცირეს.

33-ე ტურში „რომამ“ „ატალანტას“ უმასპინძლა, რომელსაც ბოლო 7 თამაშიდან 6 ჰქონდა მოგებული. „ჯალოროსის“ ბერგამოელებთან 3 ქულის აღება არ გასჭირვებია. ტადეის, ლიაიჩისა და ჟერვინიოს გოლებით, 63-ე წუთზე, „რომა“ 3:0 იგებდა. სტუმართა მაქსიმუმი მილიაჩოს მიერ 78-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი გამოდგა.

 

სასუოლო-კალიარი 1:1 (1:0)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 13000

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, ანტეი, არიაუდო, ლონგი, ბიონდინი (ფლოკარი 81), მანიანელი, მისიროლი, ბერარდი (ფლორო 58), ძაძა, სანსონე (მასუჩი 89).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

კალიარი (4-3-3): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა (კოსუ 90+3), კონტი, ერიკსონი (ტაბანელი 89), იბარბო, იბრაიმი, საუ (აველარი 73).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 ძაძა (36), 1:1 იბრაიმი (47, პენ).

გაფრთხილებები: ბერარდი 22, არიაუდო 53 - პიზანო 69, როსეტინი 80.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 5 (3)-8 (2), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-2, ჯარიმა: 19-13.

 

რომა-ატალანტა 3:1 (2:0)

რომი, “ოლიმპიკო” 38000

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (რომანიოლი 79), ტოლოი, კასტანი, დოდო, ტადეი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი (ბასტოსი 76), ლიაიჩი (რიკი 87).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ატალანტა (4-4-2): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო (ლუჩინი 73), იეპესი, ბრივიო, ესტიგარიბია (ბაზელი 66), ჩიგარინი, მილიაჩო, ბონავენტურა, დე ლუკა (ლივაია 59), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 1:0 ტადეი (13), 2:0 ლიაიჩი (44), 3:0 ჟერვინიო (63), 3:1 მილიაჩო (78).

გაფრთხილებები: სტენდარდო 6, ჩიგარინი 32, ესტიგარიბია 65.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 22 (7)-10 (4), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 7-4.

0.137203