იტალიური “რომას” თავდამსხმელი მარკო ბორიელო კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეუთანხმდა.
31 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, თუმცა, როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, მხარეები უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობის 2017 წლამდე გახანგრძლივებაზე და ახალი კონტრაქტი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაფორმდება.
ბორიელო რომაულ კლუბში 2010 წელს ჩაირიცხა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ორჯერ იჯარით იყო გასხვისებული – ჯერ “იუვენტუსში”(2011-2012), შემდეგ “ჯენოაში”(2012-2013).
მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.