ჭადრაკი

23:22 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომ არ წაეგო...

პოლონურ ლეგნიცაში საინტერესოდ მიმდინარეობს მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის რიგით მეთოთხმეტე ჩემპიონატი, რომლის 286 მონაწილეს შორის ოთხი ქართველიც ასპარეზობს - ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, თორნიკე სანიკიძე და დავით ლომსაძე. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 11 ტურით შემოიფარგლება. სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი 9 მოჭადრაკეს აქვს, მათ შორისაა ავსტრიის წარმომადგენელი დავით შენგელიაც. ჯობავამ, გაგუნაშვილმა და სანიკიძემ ჯერჯერობით 2-2 ქულას მოუყარეს თავი. მხოლოდ ერთი ქულა აქვს ლომსაძეს.  თორნიკე სანიკიძე ლიდერთა ჯგუფში იქნებოდა, მესამე ტურში თეთრი ფიგურებით რუსი სიმანოვისთვის რომ მოეგო, სამწუხაროდ ქართველმა მოჭადრაკემ მარცხი იწვნია. ამავე მესამე ტურში ბაადურ ჯობავამ ჩეხი სიმაჩეკი დაამარცხა. მერაბ გაგუნაშვილი კი სომეხ ვლადიმერ აკოფიანს დაუზავდა.

მეოთხე ტურში ჯობავას მეტოქე ბულგარელი გაბორ პეპია, მერაბ გაგუნაშვილისა -  ისლანდიელი გუდმუნდურ კიარტანსონი. ორივე პარტიაში ქართველები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. სანიკიძე შავი ფიგურებით პოლონელ გრჟეგორჟ გაიევსკის ხვდება, ლომსაძე პოლონელ ალექსანდრ მისტას.  

შეგახსენებთ რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, ხოლო საუკეთესო 23 მოჭადრაკე მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

0.120275