ფეხბურთი

15:03 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისს შკოდრან მუსტაფი შეცვლის

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, ტრავმირებული მარკო როისის ნაცვლად, მსოფლიოს ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში "სამპდორიას" მცველი შკოდრან მუსტაფი შეიყვანა. ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გერმანელმა სპეციალისტმა შემტევი ნახევარმცველი მცველით შეცვალა და ერთობ უცნაური გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"როისის შემცვლელად ნახევარდაცვაში ფართო არჩევანი გვაქვს და ამიტომაც უპირატესობა უფრო დაცვის ხაზს მივანიჭეთ. შკოდრან მუსტაფამ ვარჯიშებზე ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ფორმაშია და მას ვენდობით." - განაცხადა ლიოვმა.

მარკო როისმა ტრავმა სომხეთის ნაკრებთან (6:1) პარასკევს გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.

გიორგი ბალახაძე

0.114681