“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა როი კინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. ინგლისელი ამ დასკვნას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინგლისელების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით აკეთებს.
“ვფიქრობ, ხალხი შეპყრობილია იმ აზრით, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა. მაგრამ ეს ასე არაა. პრემიერლიგა საუკეთესო ბრენდია, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახეთ, რომ ინგლისური კლუბები ევროპის საუკეთესო გუნდებს ჩამორჩებიან. ეს “მანჩესტერსაც” ეხება.
ეს დღე მოიესისთვის და მისი გუნდისთვის რთული იყო. არა მგონია ვინმეს მსგავსი სცენარი ეწინასწარმეტყველა.
თუმცა, დამსახურება არც “ოლიმპიაკოსს” უნდა დავუკარგოთ. ბერძენი ფეხბურთელები უფრო სწრაფად და ტექნიკურად მოქმედებდნენ, ვიდრე “მანჩესტერის”.” – აცხადებს კინი “ოლიმპიაკოსთან” 0:2 წაგებული თამაშის შემდეგ.