ფეხბურთი

18:36 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი პოლ ლამბერტს დაეხმარება

წარსულში ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელი როი კინი “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის, პოლ ლამბერტის თანაშემწედ დაინიშნა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. ის ჯერ “სანდერლენდს” თავკაცობდა, შემდეგ კი “იფსვიჩს”. 2013 წლის ნოემბრიდან კინი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, მომდევნო სეზონიდან კი, ის ამავე თანამდებობაზე უკვე “ასტონ ვილაში” იმუშავებს.

0.13054