ფეხბურთი

12:32 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: “ნანი გასაძევებელი იყო”

მადრიდის “რეალთან” მატჩში “მანჩესტერელი” ლუიშ ნანის გაძევებამ, საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრისთვის მოულოდნელად, “წითელი ეშმაკების” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა როი კინმა განაცხადა, რომ პორტუგალიელს წითელი ბარათი ეკუთვნოდა. 

“მსაჯი სწორად მოიქცა. სახიფათო თამაში იყო, ეს კი, გაძევებით ისჯება. მსაჯმა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჯუნეით ჩექირიმ ეს გადაწყვეტილება არა წამიერად, არამედ ასისტენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ვფიქრობ, გადამწყვეტი სწორედ დამხმარე არბიტრის აზრი იყო”, - განუცხადა ირლანდიელმა Itv Sport-ს. 
შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “მანჩესტერი” 2:1 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
0.124162