ფეხბურთი

11:17 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი: “მომატებაც შეგვიძლია”

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩში სტუმრად შვეიცარიის 2:0 დამარცხებით კმაყოფილი დარჩა.

“შეხვედრა ზუსტად ისე ჩავატარეთ, როგორც ვგეგმავდით. ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოდნენ ბურთისთვის და მეტოქის განეიტრალება მოახერხეს. ამ თამაშში მნიშვნელოვანი იყო პირველი გოლის გატანა და ეს მოვახერხეთ კიდეც. ამის შემდეგ შვეიცარიელები იძულებული გახდნენ დიდი ძალებით გადასულიყვნენ შეტევაზე და გაიხსნენ, რის შედეგადაც ჩვენი შეტევები უფრო სახიფათო გახდა. მომენტები მრავლად შევქმენით და საბოლოოდ მეორე გოლიც გავიტანეთ.

შედეგით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ მომატება და უკეთ თამაში შეგვიძლია” - განუცხადა ჰოჯსონმა BBC-ის.

 

0.123857