თამაშგარე

11:52 | 18.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

როგორი ქალები მოსწონს მოურინიოს?!

მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი მესაჭე ჟოზე მოურინიო ცოტა ხნის წინ ესპანელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ცოლის მოყვანამდე დიდი მექალთანე ვინმე იყო და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პურიტანულ და მორწმუნე პორტუგალიურ ოჯახშია გაზრდილი, ქალებში ნავარდი არასოდეს მოუკლია.

თუმცა, სეუ ჟოზე იმასაც ამბობს, რომ მას არასოდეს ჰქონია ე.წ. შემთხვევითი სექსი და თუკი ვინმესთან თანაყოფა ჰქონდა, ყველა წრფელი სიყვარულით უყვარდა. უჟმური პორტუგალიელის აზრით, სექსი სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც გუნდი მწვრთნელის გარეშე. მოურინიოს თურმე განსაკუთრებით არ ეპიტნავება ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ოცნებებითა და სურვილებით ცხოვრობენ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი ქალები მოსწონს ჟოზე მოურინიოს, ამ კითხვაზე სეუ ჟოზემ საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გასცა. მისი აზრით, ქალების დიდი ნაწილი ერთმანეთს ჰგავს და კაცმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ მათში განსაკუთრებული ამოარჩიოს. ქალის თმისა და თვალების ფერს, ფეხების მოყვანილობას და სხვა დეტალებს კი მოურინიოსათვის თურმე გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონია... 
 
0.167165