ფეხბურთი

17:06 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

როგორ შეეძლო სოფიის "ლოკომოტივს" ქინქლაძის ყიდვა

 

ბულგარულმა Gol-მა საინტერესო ისტორია გაიხსენა. 1995 წელს, როცა გიორგი ქინქლაძე ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" თამაშობდა, სოფიის "ლოკომოტივი" ყიდულობდა. საქმე ისაა, რომ "ლოკომოტივის" მფლობელი ნიკოლაი გიგოვი იმ დროს ბულგარეთში მდიდარ და გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

აღმოჩნდა, რომ კლუბი ქინქლაძეს ელაპარაკა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა. იმ ზაფხულს კი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში" გაიყიდა და იქ როგორი კვალი დატოვა, ეს ყველამ იცის.

0.064971